საზოგადოება

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე დროებითი დამცავი კედელი მოეწყო

Nusagi

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება აღდგა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მოწყობილია დროებითი დამცავი კედელი, ხოლო სამუშაოები მომავალშიც განხორციელდება.

„მოირეცხა გზა და აღდგენილია მოძრაობა. დროებითი კედლის მოწყობა დასრულებულია. გამგრებითი სამუშაოები კი მომავალშიც განხორციელდება“, – განაცხადეს მერიაში.

25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება მერიამ გუშინ შეზღუდა.

მიზეზი მეწყრული ზონის გამოვლენა გახდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: