ხელოვნება და კულტურა

თქვენ პირველმა შენიშნეთ და ყველას გვასწავლეთ, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს!-ენძელა მაჭავარიანი გურამ დოჩანაშვილს

Nusagi

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს უდიდესი ქართველი მწერლის, ჭეშმარიტი კლასიკოსის, ჩვენი ეპოქის უდიდესი ადამიანის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ყველას საკუთარი გურამ დოჩანაშვილი გვყავს! მადლობა უფალს, რომ მე და ჩემს ოჯახს წილად გვხვდა ბედნიერება, ამ დიდ ადამიანთან და მის ოჯახთან მიახლებისა! გილოცავთ ბატონო გურამ, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და მთელ ჩვენს სამყაროს, რომ თქვენ სწორედ ამ დღეს მოევლინეთ და ესოდენი მშვენიერება, სიკეთე, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება მოუტანეთ! 🌸🍀🌸თქვენ პირველმა შენიშნეთ და შემდეგ ყველას გვასწავლეთ, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს!უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!“,-წერს ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: