უცხოური მედია

შვეიცარიული ბანკი თანამშრომლებს ბონუსის სახით 20 ათას აშშ დოლარს გადაუხდის

Nusagi

შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse თანამშრომლებს ბონუსის სახით 20 ათას აშშ დოლარს გადაუხდის. ბანკმა ეს გადაწყვეტილება „ახალგაზრდა თანამშრომლებში მორალური სულისკვეთების ასამაღლებლად“ მიიღო. ინფორმაციას menafn.com ავრცელებს. 

ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლებმა დისტანციური მუშაობის გამო დამატებითი დატვირთვა განიცადეს, ხოლო მათი მუშაობის წყალობით ბაზარზე ბანკის კლიენტების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად გაიზარდა ბანკის წილი ფინანსურ ბაზარზე, რაც „უპრეცედენტოდ მაღალია ბოლო წლების განმავლობაში“.

ბანკი ფინანსურ ბონუსებს ვიცე-პრეზიდენტის და უფრო დაბალ პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს გადაუხდის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,362 ნახვა
%d bloggers like this: