პოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, პარლამენტში შევიდნენ

Nusagi

მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ – არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ. სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მყარი და უცვლელი.

„მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუკი არჩევნები გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?! რაც შეეხება პატიმრებს, მელიას გათავისუფლება ერთი წუთის საქმეა და გასაღები პირადად მის ხელშია. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: