ხელოვნება და კულტურა

Mulan-ის სიმღერის ქართული ადაპტაცია, რომელმაც Walt Disney-ს კონკურსში გაიმარჯვა

Nusagi

Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული შერჩევის შედეგები ცნობილია. კონკურსი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა.

მათივე ინფორმაციით, Walt Disney-ს სიმღერების ქართულენოვან ვერსიებზე „ფონოგრაფი – პაატა გოძიაშვილი“ იმუშავებს, რომელმაც ანიმაციური ფილმ Mulan-ისთვის სიმღერის ქართული ადაპტაცია შექმნა. ხოლო ანიმაციურ ფილმებს სტუდია „ბრავო რექორდსი“ გაახმოვანებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად შერჩევა 12 თებერვალს გამოცხადდა და მასში შვიდმა სტუდიამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ კი სტუდია „ფონოგრაფი“ შეირჩა.

„Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებაზე/დუბლირებაზე შერჩევა 19 თებერვალს გამოცხადდა და ამ შემთხვევაშიც, შვიდმა სტუდიამ წარმოადგინა წინადადება, საბოლოოდ შეირჩა „ბრავო რექორდსი“.

შერჩევის შედეგად გამარჯვებულ ორ კომპანიასთან საზოგადოებრივი მაუწყებელი The Walt Disney-ს ანიმაციური ფილმებისა და მათში გამოყენებული სიმღერების ქართულ ენაზე გახმოვანების მიმართულებით ითანამშრომლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,397 ნახვა
%d bloggers like this: