მედიცინა

Pfizer-მა კოვიდ-19-ის სამკურნალო წამალი შექმნა

Nusagi

კომპანია „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ ახალი, ექსპერიმენტული, პერორალური ანტივირუსული პრეპარატის ცდების პირველ ფაზას იწყებს. პრეპარატი SARS-CoV-2-ის სამკურნალოდაა განკუთვნილი. ცდები აშშ-ში დაიწყო. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.

პერორალურმა ანტივირუსულმა პრეპარატმა PF-07321332 მძლავრი ანტივირუსული მოქმედების დემონსტრირება მოახდინა. ის SARS-CoV-2-ის გარდა, სხვა ტიპის ანტივირუსების წინააღმდეგაც იქნება განკუთვნილი.

 „პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს ვაქცინის სახით პროფილაქტიკას და ასევე, იმ ადამიანების მიზნობრივ მკურნალობას, რომლებიც უკვე დაავადდნენ ამ ინფექციით. SARS-CoV-2-ის მუტაციის უნარისა და COVID-19-ის გლობალური, ხანგრძლივი ზემოქმედების გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო პრეპარატზე წვდომას როგორც ახლა, ისე პანდემიის დასრულების შემდეგაც“,-განაცხადა Pfizer-ის სამდიცინო დირექტორმა.

„ჩვენ შევიმუშავეთ PF-07321332, როგორც პოტენციური პერორალური თერაპია, რომელიც ინფექციის პირველივე ნიშნებისთანავე დაინიშნება. რის შემდეგაც პაციენტის ჰოსპიტალიზება არ იქნება საჭირო. ამავდროულად,  Pfizer-ის ინტრავენური ინექცია ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის ახალი ვარიანტი იქნება. ეს ყველაფერი შეავსებს ვაქცინაციას იმ შემთხვევებში, თუ ადამიანს დაავადება მაინც დაემართება“,-განაცხადა მან.

ახალი პრეპარატი SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პირველი თერაპიული საშუალებაა, რომელიც შეიქმნა სპეციალურად sarscoc-2-ის ვირუსის რეპლიკაციის ჩასახშობად. მისი სტრუქტურა წარმოდგენილი იქნება აშშ-ს ქიმიკოსთა საზოგადოების საგაზაფხულო სხდომაზე, 6 აპრილს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,570 ნახვა
%d bloggers like this: