ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კომენდანტის საათისა და გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სიფრთხილის გამოჩენას ამჯობინებს.

გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით, შესაძლოა გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი. თუმცა, მისივე განმარტებით, მთავარია ამ მაჩვენებლების შენარჩუნება.

„ეპიდსიტუაცია გაუარესების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ ეს არაა ნახტომისებური, როგორც გვქონდა სექტემბრიდან ოქტომბერში. შემსუბუქების ფონზე გასამკაცრებელია პირბადის ტარების მაჩვენებელი, დიდი შეკრებების აკრძალვა და აცრების ინტენსიფიკაცია.

კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება – ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო.

შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი – აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: