საზოგადოება

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე, მეწყრული პროცესების შესასწავლად, მონიტორინგის სპეციალური სისტემა მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება

Nusagi

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლები მზად არიან, ვაშლიჯვრის მოსახლეობას, რომელიც კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად, ექსპერტთა ალტერნატიული ჯგუფის შექმნას ითხოვს, ნებისმიერ დროს შეხვდნენ.

„პეტიცია დღეს შემოვიდა მერიაში, გავეცნობით და გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება მედიის მიერ დასმულ კითხვებს, გაცნობებთ, რომ ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით, დიდი ხანია, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ამას გარდა, თბილისის მერმა მოუწოდა სპეციალისტებს, შემოუერთდნენ ჯგუფს და ჩაერთონ პროცესში. რაც შეეხება მონიტორინგს, მეწყრული პროცესის დაწყების დღიდან მიმდინარეობს მონიტორინგი, მომავალი კვირის ბოლოს კი დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა. და ბოლოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან არ არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა, ყოველთვის მზად ვართ სპეციალისტებთან ერთად შევხვდეთ და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას“ – აცხადებენ მერიაში.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: