პოლიტიკა

„ლელო“ ჩემთვის აუხსნელია, მათი პოზიცია იყო მთავარი, რის გამოც გაიჭედა პროცესი

Nusagi

ვინც ჩვენ შემოგვიტია, რომელმა არხებმაც და რომელმა პარტიებმაც დაგვაბულინგეს, კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ ფული არ აგვიღია და ჩვენი სინდისის შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს,-ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა პოსტვ-ს ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეტევა იმისთვის იყო, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ გაებედათ პარლამენტში შესვლა.

„ჩვენს შესაშინებლად კი არ იყო ეს ყველაფერი, ან ჩვენს დასაზიანებლად. პირიქით, იმათი შემოტევა ჩვენს მხარდამჭერებს ზრდიდა. სხვვებს რომ არ გაებედათ ოპოზიციური პარტიებიდან, იმათ შესაშინებლად იყო სინამდვილეში. ჩვენ კომუნიკაციაც გვქონდა და ვუთხარით, რომ ეს არის ჩვენი გზა, ჩვენი არჩევანი და ასე მიგვაჩნია სწორად. როგორც ჩანს, სხვები შეაშინეს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს სააკაშვილს ძალაუფლების დაბრუნება უნდა, თუმცა მას უკვე რეფორმები აღარ აინტერესებს, მისი მიზანი მხოლოდ რევანშია.

„შესაბამისად, ის წინააღმდეგია ყველანაირი შეთანხმების, და ვიღაცეები მას აყოლილები არიან“ ,-განაცხადა მან.

„მოქალაქეების“ ლიდერმა „ლელოს“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი პოზიცია გაუგებარია.

„ლელო ჩემთვის აუხსნელია, ლელოს პოზიცია იყო მთავარი, რის გამოც გაიჭედა პროცესი. ნაცმოძრაობას რაც უნდა და რაც არის, გასაგებია, მაგრამ მათი პოზიცია ჩემთვისაც გაუგებარია. როდესაც რაღაც რესპექტაბელურ ამომრჩეველზე, საშუალო და შეძლებულ ხალხზე გაქვს გათვლა და ამავდროულად ქუჩაში დგახარ და რევოლუციონერობ, თან არ არის ეს შენი სტიქია, არ ვიცი, რატომ აკეთებ ამას. არის რაღაცეები, რომლებზეც უბრალოდ, პასუხი არ მაქვს. შეიძლება, ამის მიღმა იდგეს რაღაცეები, რაც არ ვიცი. ჩვენ ვეუბნებოდით, თუ ქუჩა გინდათ, პარლამენტში რომ შეხვიდეთ, ქუჩა გაქრება? ორივე ერთად არ შეიძლება? პასუხები  ვერ მივიღეთ. ვეუბნებოდით, ამ ბრძოლაშიც გამოგყვებით, თუმცა მაგათი ნაბრძოლი არ გაიშვა, ცესკო-სთან ჩვენ რომ წყლის ჭავლი გვხვდებოდა, ეგენი დურბინდებით გვიყურებდნენ პიჯაკში და ჰალსტუხებში გამოწყობილი. მაგათგან არ მესწავლება, როგორ შევასკდე ვიღაცას, თუმცა ვეუბნებით, გამოგყვებით, მაგრამ აგვიხსენით, სად მივდივართ, თუ მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა, ასე მისი გაძლიერების მეტს ვერაფერს მივიღებთ მეთქი“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, არგუმენტები, რაც ოპოზიციას ჰქონდა, წყალმა წაიღო.

„ჩვენ გვქონდა არგუმენტები, მაგრამ მათ არგუმენტები არ ჰქონდათ ოპოზიციის ერთი არგუმენტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ოპოზიციას, წყალმა წაიღო. მეორე არგუმენტი იყო, რომ გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში გამოვა. ჯერჯერობით, ნამახვანზე გამოსული ხალხი ვნახე ქუთაისში, მაგრამ ოპოზიციის აქციებზე გასული ძალიან ცოტა ვნახე. ეს არგუმენტიც რომ ჩაივლის, ხომ ყველა მიხვდება, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი.  ძალიან კმაყოფილები ვართ, რაც გავაკეთეთ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: