პოლიტიკა

მინდა ყველამ იცოდეს, პროცესი არ იჭედება პოლიტპატიმრებზე

Nusagi

ხომ არის განცდა, რომ ევროპელები არიან, ვერ ხვდებიან აქ რა ხდება. ასე არ არის, ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს,-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პოსტვ-ის“ ეთერში ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სირცხვილია, რომ ბრუსელიდან ჩამოდიან, რათა ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან მოილაპარაკება შეძლონ. 

„შარლ მიშელით  აღტაცებული ვარ. როგორც რენტგენში, ის გაგვატარა ყველა. არ ვიცი, წინასწარ იყო მომზადებული თუ რა, ზუსტად იცოდა, ვის რა გვინდოდა, ვინ რისი მთქმელი და გამკეთებელი ვართ. დენიელსონიც ასევე. ეს არ არის მომღიმარი შვედი, რომელიც ვერ ხვდება ჩვენს ხასიათს. ძალიან ზუსტად იცის ყველაფერი, ვის როგორ უნდა დაელაპარაკოს. უბრალოდ, მაგრად მრცხვენია, რომ თბილისში მყოფ ქართველ პოლიტიკოსებს სჭირდება, რომ ბრუსელიდან კაცი ჩამოვიდეს, რათა დაგვსვას და დაგვალაპარაკოს. საბავშვო ბაღში რომ ბავშვები გაიბუტებიან და ფეხებს აბაკუნებენ, იმის მერე ლექსს არ ვიტყვი და არ ვიმღერებო, ასეა საქმე“,-აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, პროცესი იჭედება ვადამდელ არჩევნებზე და არა პოლიტპატიმრებზე. 

„პოლიტპატიმრებზე საკითხი არ იჭედება, იჭედება ვადამდელ არჩევნებზე და ეს ხდება ოპოზიციის მხრიდან. ეს ყველამ მინდა, იცოდეს. ქართული ოცნება რაღაცეებზე იხევს, თან ვირეშმაკობს, მაგრამ თუ მიაწვები, დაახევინებ უკან. ოპოზიციას უნდა, რომ იმ ოთახში გადაიფორმოს ძალაუფლება უცხოელების დახმარებით. „ქართული ოცნება“ კი ეუბნება, არ გამოვა ეგ ამბავიო“,-განაცხადა ელისაშვილმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: