მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 560 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 219 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 271 804-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 178, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 15.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 845 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 353 პირი, აჭარაში – 878, იმერეთში – 956.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: