პოლიტიკა

ფული თუ ლეგიტიმურია, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური? ნაცმოძრაობას უკვე ნახევარი მილიონი აქვს აღებული

Nusagi

ნაცმოძრაობას უკვე ნახევარი მილიონი აქვს აღებული. ხმების მიხედვით დაანგარიშებული ფული თუ ლეგიტიმურია, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური? ,-ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პოსტვ-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა, რის გამოც ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ბოკერია და ხაზარაძეა.

„გირჩი ძალიან წვალობს, შემოსვლა რომ უნდათ, ვიცი, მაგრამ რაღაცას ეძებენ. მართალი გითხრათ, ამაზე ბევრს ვფიქრობდი, ვის რა უნდოდა, მაგრამ ხელი ჩავიქნიე. ვისაც აინტერესებს, მოვიდნენ და ნახონ, რას გვწერს ხალხი. როგორი რეაქცია აქვთ პენსიონერებზე. თავისი კვლევით გადაამოწმონ. ლელო ხომ დგას ქუჩაში და რაღაც კითხვარებს ავსებს. კითხონ, პენსიონერებისთვის პროცენტის შემცირება უფრო გადარდებთ, თუ ის, 5 პუნქტზე შეთანხმდებით თუ სამზე. არავის ეს არ აინტერესებს. პირიქით, აგრესიაა უკვე ამ ბოიკოტზე წამოსული. არის უამრავი რამ, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ვეჩხუბოთ „ქართულ ოცნებას“, შევაცვლევინოთ.

ბოკერიასი გასაგებია, პარლამენტში ვერ მოხვდა, პარტია დაეშალა, მას ურჩევნია, მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს, ისე შანსი არ აქვს. შეთანხმება რომ შედგეს, ბოკერია სად წავა. სახლში უნდა იჯდეს. ვერც პარლამენტში შევა და პარტიაც აღარ აქვს, ვინც ყავდა მთავარი რამდენიმე ადამიანი, ისინიც წავიდნენ. ბოკერიასი გასაგებია, ბურჯანაძისაც მესმის, მაგრამ აი ხაზარაძის ვერაფერი გავიგე. ახალშექმნილი პარტია ხარ, 4 მანდატი გაქვს, გამოცდილი ხალხი ხართ, შეგიძლიათ, ეკონომიკაზე გაცილებით მეტი ილაპარაკოთ. თუ გული გერჩის, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს, შემოდი და იმუშავე. რატომ ხარ იმათ აყოლილი. 

გიორგი ვაშაძისაც ვერაფერი გავიგე, რა გონია, ვადამდელი რომ დაინიშნოს, უფრო მეტ ხმას მიიღებს? 

შალვა ნათელაშვილისაც მესმის. ერთი ადგილი მიიღო და მისთვის მთავარია დაფინანსება. 96 000 აქვს უკვე აღებული. 

ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე ნახევარი მილიონი აიღო ბიუჯეტიდან, მაგრამ ჩათვალა, რომ რადიკალიზმი უფრო მომგებიანია“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე აღარ არის საინტერესო, ეს პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში

„ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეტებთ, გადაამოწმეთ, რაზე ველაპარაკებით ქართულ ოცნებას. ეს არის საუბრები იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ღარიბი ქვეყანა გახდეს უკეთესი. პენსიები იქნება, თუ მიწის დარიგება. თავდაცვის საკითხები, განათლების საკითხები. ზოგი პატარა თემაა, ზოგი -დიდი. მარტო ამით ვარ დაკავებული და რა ვქნა, რომ არ მეძახდნენ ოპოზიციის შეხვედრაზე, არც წავალ, რადგან იქ მისვლა წყლის ნაყვაა“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: