პოლიტიკა

ქვეყანა არ უყვართ, რასაც ვხედავ, ანთებული თვალებით რაც მე მინდა, ის უნდა გავიტანოო, რაც შენ გინდა, ქვეყნისთვის კარგია?

Nusagi

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში დღეს არასანდო ხალხია, რომელსაც ეს ქვეყანა არ უყვარს და საკუთარი ეგოს და ფულის კეთების გარდა, არაფერი აინტერესებს.

„ნახევარი წელი გავიდა 31 ოქტომბრის არჩევნებიდან ამ ძიძგილაობაში, ქვეყანა ზიანდება, სამარცხვინო არ არის, ვაშინგტონში და ბრუსელში გეუბნებიან, თქვენს პირად, პარტიულ ინტერესებზე წინ თქვენი ღარიბი ქვეყანა უნდა დააყენოთო. სირცხვილი არ არის? სულ რომ ცამდე მართალი იყო, ხომ იტყვი, სირცხვილია, ხალხი წვალობს, ქვეყანა წვალობს და რაღაცაზე მოდი უკან დავიხევ. არა, რასაც ვხედავ, ანთებული თვალები, რომ რაც მე მინდა ის უნდა გავიტანო. რაც შენ გინდა, ქვეყნისთვის კარგი არის? 

36 %-ს რომ ართმევს „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერს, წინასწარ როცა აძლევს პენსიას, ბიზნესმენს კი მხოლოდ 10%-ს, შემოდი პარლამენტში და ვიჩხუბოთ ამაზე. ეს უფრო აინტერესებს ხალხს, თუ გაუთავებელი შეხვედრები და ძიძგილაობა. მოდი აბა ხალხს ვკითხოთ. ხომ ჰკითხა NDI-მ და ვნახეთ, რომ თქვენი შეთანხმება მე-9 ადგილზეა, ხალხს აინტერესებს სამუშაო, შემოსავალი, კოვიდი, პენსია. წამოდი და ამაზე ვიმუშაოთ. სულ რომ მართლები იყვნენ, რაღაც ხომ უნდა დათმო ქვეყნნისთვის. იქ მოდიან, რომ ხელი გადგიწიონ. იქ მკლავჭიდის მაგიდა არ არის ეს არის მოლაპარაკებების მაგიდა. სულ ვფიქრობ, ქვეყანა არ უყვართ?“,-აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, პენსიის საკითხზე კოვზანაძესთან ჰქონდა საუბარი, რომელმაც შეპირდა, რომ კომიტეტზე შესაბამის პირებს მოიწვევს.

„წამომყვნენ ამაში, უარი არ უთქვამთ, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, კოვზანაძემ მითხრა, კი ბატონო, ჩავნიშნოთ, მოვიდეს ეროვნული ბანკი, სოციალური სააგენტო, ლიბერთი ბანკი. ასე გავაკეთებთ საქმეებს. დღეს შეხვედრა გვქონდა ვეტერანთა დეპარტამენტში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი დაფინანსება სამარცხვინო 22-ლარი გაიზარდოს. მილიონი რაღაცაა გასაკეთებელი, მაგრამ მათი დღის წესრიგი არის სიგიჟეები. ჩვენ გვინდა ეს დღის წესრიგი შევცვალოთ და ამაზე ვემუშავებით ქართულ ოცნებას. და რაღაცეებზე, რაზეც შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ, რატომ გავლანძღო? ამაზე ველაპარაკები, მაგრამ მათგან მხოლოდ ვადამდელი და პლებისციტი ისმის“,-აცხადებს ელისაშვილი. 

მისივე თქმით, პლებისციტის დანიშვნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. 

„პლებისციტი არის სისულელე, სისულელეს ითხოვენ. პროკურატურის და სასამართლოს რეფორმა არ აინტერესებთ, „ქართული ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, დავნიშნავდი პლებისციტს, მოვიგებდი და დავტოვებდი ყველას გაღიმებულს“,-განაცხადა ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,583 ნახვა
%d bloggers like this: