სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

Nusagi

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28-ით 17 დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს სძლია.

საქართველოში დარჩა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,564 ნახვა
%d bloggers like this: