მედიცინა

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოწევა ერთი თაობის შემდეგ აღარ იარსებებს

Nusagi

უფროსი ასაკის ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ წლები, როდესაც მოწევა ოფისებში, სამუშაო ოთახებში და თვითმფრინავშიც კი, დაშვებული იყო. იმ პერიოდში ადამიანებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია, თუ რამდენად საშიშია ეს ჩვევა ჯანმრთელობისთვის და ალბათ, გაეცინებოდათ კიდეც, ვინმეს ელექტრონული სიგარეტის შესახებ რომ ეწინასწარმეტყველა,-ამის შესახებ UNLIED წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს 10-20 წელიწადში მოწევა საერთოდ აღარ იარსებებს.

ექსპერტების აზრით, ბევრი ქვეყანა გაცილებით უსაფრთხო პროდუქტების მოხმარებაზე გადავიდა, მაგალითად ელექტრონულ სიგარეტებზე, ხელისუფლებების მიერ კი, უახლოეს წლებში სხვადასხვა ამკრძალავი ღონისძიებებით, საერთოდ აიკრძალება სიგარეტის კვამლი. შედეგად, მწეველი ადამიანები აღარ დარჩებიან.

ამ შეხედულებებს იზიარებს Citigroup Inc, რომელსაც მიაჩნია, რომ თუ ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება, მოწევა შესაძლოა საერთოდ გაქრეს აშშ-ში, ასევე ევროპის ნაწილში, ავსტრალიასა და ლათინურ ამერიკაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: