პოლიტიკა

არცერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები

Nusagi

ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რომელი ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ოპოზიციას აქვს, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ისინი პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რაც ჩვენი მხრიდან ითქვა, ულტიმატუმი კი არა, მოცემულობაა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია, ჩვენ – იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც არსებობს. ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, დენიელსონთან შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც დიალოგი მიმდინარეობს.

„დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა 6 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: