უცხოური მედია

ბარაკ ობამა- ბებია იყო ადამიანი, ვინც მამის გარდაცვალების შემდეგ სულის სიცარიელე შემივსო

Nusagi

მე და ჩემი ოჯახი ვგლოვობთ ჩემის საყვარელი ბებიის, სარა ოგველ ონიანგო ობამას დაკარგვას, რომელიც ბევრისთვის ცნობილი იყო, როგორც “დედა სარა”, მაგრამ ჩვენთვის ის “დენი”, ანუ ბებია იყო,-ამის შესახებ ამერიკის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კენიაში მცხოვრები ქალი, მამამისის ბიოლოგიური დედა არ იყო, მაგრამ გაზარდა, როგორც თავისი საკუთარი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცხოვრებაში სწორი გზა ეპოვა.

„ის გასული საუკუნის პირველ მეოთხედში დაიბადა, ტბა ვიქტორიასთან მდებარე სოფელ ნიანზაში. თავისი ტომის ტრადიციის მიხედვით, ცოლად მასზე გაცილებით უფროს მამაკაცს გააყოლეს, როდესაც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ცხოვრება პატარა სოფელ ალეგოში, თიხისა და თივის ნაზავით აშენებულ ქოხში  გაატარა, 8 შვილი გაზარდა, უვლიდა შინაურ ცხოველებს და ყველაფერს აკეთებდა, რომ მამაჩემს სკოლაში კარგად ესწავლა, სადაც ამერიკის უნივერსიტეტში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვა. მისი სიყვარულისა და ზრუნვის შედეგად, მამამ შეძლო სიძნელეებს გამკლავებოდა. როდესაც კენიაში პირველად ჩავედი, რომ ჩემი ნათესავები გამეცნო, მამა უკვე გარდაცვლილი იყო. და სწორედ ბებია იყო, ვინც მე სულის სიცარიელე შემივსო“,-წერს ბარაკ ობამა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: