პოლიტიკა

ერთ მხარეს არის სააკაშვილი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და და მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სწორედაც ის ტირანია დაასრულა ქართველ ხალხთან ერთად

Nusagi

ერთ მხარეს არის სააკაშვილი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და და მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სწორედაც ის ტირანია დაასრულა ქართველ ხალხთან ერთად – ალუდა ღუდუშაური კუბილიუსის განცხადებას ეხმიანება .

„მინდა ვუთხრა ჩვენს დასავლელ, ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომ მსგავსი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური და არარელევანტურია მით უფრო მაშინ, როდესაც ტოლობის ნიშანი ჩნდება ბატონი კუბილიუსის განცხადებაში, როდესაც საუბრობს სააკაშვილზე და ივანიშვილზე. ერთი მხრივ, სააკაშვილის სახით გვყავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავის ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რომლის მიმართაც არის საქართველოს სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესული არაერთი გადაწყვეტილება. ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილებები ეხება ისეთ მძიმე დანაშაულებებს, რომლისთვისაც მსჯავრდებული არის უკვე ბატონი სააკაშვილი. ამიტომ, ეს ბატონი, რომელიც მსჯავრდებულია ისეთ მძიმე დანაშაულებებში, როგორიც არის დეპუტატ გელაშვილის ცემის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ისეთ მძიმე დანაშაულებებში, რომელიც ეხება ბიუჯეტის კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მითვისებას, გაფლანგვას, ამდენად, ასეთი მარგინალი პოლიტიკოსის წინა პლანზე წამოწევა და თითქოსდა მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა, რბილად რომ ვთქვათ არ არის რელევანტური და არ ასახავს იმ გამოწვევაზე პასუხს, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ამიტომ არასწორია და ვფიქრობ, ორგანიზატორი, რომელიც იყო რეჟიმის შემოქმედი, რომელიც 2012 წელს სრულიად სამართლიანად საქართველოს მოქალაქეებმა დაასრულეს და წერტილი დაუსვეს, ამ პერსონის და ამ შემოქმედის კვლავ დაბრუნება საქართველოს დღის წესრიგში ვფიქრობ, არასწორია, რბილად რომ ვთქვათ.

მე მათ მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ ყველამ ასეთი სახის განცხადებებისგან, რამეთუ ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს სააკაშვილის რეჟიმის მძიმე ხელი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები საერთოდ უგულებელყო. ამიტომ, მეორე მხრივ, სახეზეა ბატონი ივანიშვილი, რომელმაც სწორედაც ის ტირანია დაასრულა ქართველ ხალხთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად და ისეთი მაღალი ხარისხის დემოკრატიას დაუდო საფუძველი…“

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: