საზოგადოება

„პანდემიიდან რომ გამოვალთ, ბევრი ადამიანი სამწუხაროდ სამსახურს ვეღარ იპოვის“ – მეუფე იაკობი

Nusagi

მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაში ახალგაზრდებს მოუწოდა, მიიღონ მეტი განათლება და დაეუფლონ პროფესიებს, რადგან მისი თქმით, ძალიან ძლიერი თუ არ ხარ, შრომის ბაზარზე ვერაფერს ვერ იზამ.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა შეეჩვიოს პანდემიის პირობებში ცხოვრებას, სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.

„მინდა შევეხო ერთ თემას, რაც შეეხება მომავალ ცხოვრებას დედამიწაზე. ვიცით, რომ პანდემიამ აბსოლუტურად ცხოვრების წესიც და ყველაფერი შეცვალა. ასევე, მსოფლიო ეკონომიკაც შეიცვლება, რომ გამოვალთ პანდემიიდან, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ სამსახურს ვეღარ იპოვის.

მე მინდა, ჩვენს ახალგაზრდებს ვთხოვო, რომ გააძლიერონ განათლების მიღება ვინც უმაღლესში აუცილებლად კარგად ისწავლოს. ვინც ტექნიკური განხრით არის, ვთქვათ, ძველად როგორც პროფესიული სასწავლებლები იყო, მიხედონ ახალი პროფესიების ათვისებას, იმიტომ რომ რეალურად საქართველოში 30 ათასზე მეტი აბიტურიენტი გვყავს და ამდენი ადამიანი ჯერ მანამდე არ სჭირდებოდა ქვეყანას. დღეს კი, როდესაც პანდემია გადაივლის, ნახავთ, რომ მოთხოვნილება კადრებზე აღარ იქნება.

ვინც ძალიან მდიდარია, ტრანსნაციონალური კომპანიები სადაც არიან, ისინი ცდილობენ, რომ ადამიანები ჩაანაცვლონ სხვადასხვა ტექნიკით. ჩვენთანაც ძალიან ძლიერი თუ არ იყავი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ვერაფერს იზამ. როდესაც ვთქვათ, სკოლის ბოლო წელი ვთქვათ წესიერად ვერ ისწავლე, უმაღლესშიც თავს იტყუებ და მარტო დისტანციური სწავლა რაღაც გგონია ნახავთ, რომ იმაზე მეტია საჭირო სამუშაო საკუთარ თავთან “- აღნიშნავს მეუფე ქადაგებისას.

იაკობის თქმით, მხოლოდ სახლში ჯდომა ადამიანს ვერ დაიცავს, თუ არ განავითარა საკუთარი შესაძლებლობები და თუ განათლება არ მიიღო.

„როდესაც ახლა უკვე სახელმწიფომაც რაღაცები გააუქმა, სიფრთხილე ყოველთვის უნდა დავიცვათ. და თუ არ იარე უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ახლა კარი ღიაა, მაშინ როცა დაამთავრებ სასწავლებელს ვის დასჭირდები შენ ხომ? ამაზეც უნდა იფიქრო. მარტო სახლში ჯდომით და გარეთ არ გასვლით ვერაფერს ვერ ნახავ.

საშინელი პანდემიაა ზოგადად მსოფლიოში და ჩვენც გონიერად უნდა მივუდგეთ.

100 000-მდე კაცი 400 ადგილისთვის იბრძვის რომ გაიქცეს გარეთ. უნდა დაფიქრდეთ ვინ არის თქვენი კეთილმოსურნე. ის,ვინც გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენს თაობასთან ერთად შეძლოთ და კონკურენტუნარიანები გაიზარდოთ, თუ ისინი ვინც მოგიწოდებენ რომ ისხდეთ სახლში.

თუ არ მიხვედი ლექციაზე, ლექტორი არ გაიცანი, შენც ზარმაცდები და ლექტორიც. იოლი ცხოვრებით ვერავინ ვერაფერს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ პროფესიონალიზმი იქნება მთავარ მოთხოვნა.

მარტო სახლში ჯდომით თქვენს თავს თუ არ გამოადექით, ის ხომ გამორიცხულია, მერე ვინმეს გამოადგეთ. მსოფლიოს პანდემია ეს უფრო არის, ვიდრე კორონავირუსისგან გამოწვეული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმედგაცრუებული დარჩება, თუ სწორად არ მოვიქეცით დღესვე და ჩვენ უნდა მოგიწოდოთ, რომ სწორად ვიცხოვროთ.

ჩვენ ჩვენი ერისთვის ვილოცეთ და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო დროზე გამოიყვანოს ამ უდიდესი კრიზისიდან. სულიერ კრიზისში რომ არ გადავიდეთ, დღესვე უნდა ვეცადოთ, რომ სწორად მოვიქცეთ და სწორად ვიცხოვროთ.

ზეციდან დახმარება არ გექნება თვითონ თუ არ გინდა ამის გაკეთება, მთავარია არ შეგვეშინდეს სიფრთხილე ყოველთვის დავიცვათ და ამ პირობებში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!“- აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,361 ნახვა
%d bloggers like this: