ყირიმში, სევასტოპოლის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ღალატისთვის ბრალდებულ 1955 წელს დაბადებულ პენსიონერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება უკრაინული დაზვერვისთვის საიდუმლო ცნობების მოპოვებას და გადაცემას.
რუსული მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე დახურულ რეჟიმში განიხილეს, რადგან საქმე შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. უკრაინა ნახევარკუნძულის დათმობას არ აპირებს.
Facebook Comments Box