პოლიტიკა

ბესიკ ბოგველი- მელიასთვის 40 000 – ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილებაზე ტელევიზიებთან ვისაუბრებ

Nusagi

„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის განცხადებით, ნიკა მელიასთვის 40 000 – ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

„კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი და ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! მე დავტესტე სისტემა.  ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს. ტელევიზიებში დავაგზავნე კონკრეტული წერილები, ნებისმიერი კითხვას იქ ვუპასუხებ, მომიწვიეთ! ჯერ წერილს ველოდები, იქ წერია შეთავაზება, მსჯელობა და უკუკავშირი არ გვქონია“,- განაცხადა ბოგველმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის  გირაოს გადახდის სურვილი “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, გირაო, არის ანულირებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: