რელიგია

მეუფე სტეფანემ ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობის გამო, 10 საულიერო პირს სასჯელი დაადო

Nusagi

ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ სტეფანეს #3 ბრძანებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც “ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა” და “დაუმორჩილებლობის” გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა.

ბრძანება 28 მარტით თარიღდება და მითითებულია, რომ ის ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება, ასევე, აუკრძალა მოქალაქეების ნაწილსაც.

“ზიარება ეკრძალებათ, აგრეთვე, იმ ერის ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რეზიდენციაზე თავდასხმაში და მღვდელმთავრების შეურაცხყოფაში. ზიარების უფლების დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სახელზე დაწერილი სინანულის წერილის საფუძველზე”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ახალმა მიტროლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა.სტეფანემ დედათა მონასტრის წინამძღვრად მონაზონი დედა ნატალია კერესელიძე დანიშნა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: