პოლიტიკა

შეთანხმებას ვინც არ მოაწერს ხელს, იმას სძულს ეს ქვეყანა

Nusagi

დღეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არავინ უნდა გაუშვას, ვინც არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, სძულს ეს ქვეყანა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შესაძლებლობა არავინ უნდა გაუშვას ხელიდან.

„ეს კრიზისი უკვე იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა ეს ქვეყანა. ვინმეს თუ უნდა, რომ რეალურად ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა და შანსი, რომელიც ხელიდან არავინ უნდა გაუშვას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის არ უყვარს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ეს კრიზისი ან ასე გადაწყდეს, ან ისე. უხერხულია ქვეყნის წინაშე და საქართველოს მეგობრების წინაშე. ხალხის წინაშეა სირცხვილი. ხალხს აქვს რეალური, თავისი პრობლემები და ამ დროს, ნახევარი წელია, მიდის ეს გაუთავებელი რაღაცა. ჩამოვიდა ეს კაცი და კიდევ ერთხელ უნდა დაგვსვას, გვითხრას, რომ იქნებ ხელი მოაწეროთ შეთანხმებას. დანიელსონს კი არ სჭირდება ეს შეთანხმება, ეს სჭირდება ხალხს. ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და თავისი ცოტა დათმოს. უხერხულია რაც ხდება.

არ ვიცი, „ოცნება“ რაზე წამოვა ან ოპოზიცია რას დათმობს. გუშინ ძალიან მკაფიოდ თქვა დანიელსონმა, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ მთავარი არის საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანიელსონმაც თქვა, ჩვენც გავიძახით და ხალხიც ამას ამბობს. ვინც არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, იმას ესე იგი არ უყვარს და სძულს ეს ქვეყანა. ეს არის და ეს. კრიზისი გაღრმავდება, აბა, რა იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: