მედიცინა

Bloomberg – ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა

Nusagi

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ვაქცინების 560 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, – მონაცემებს Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

ვაქცინების ყველაზე მეტი – 145 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული.

გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.7 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52.3%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 15.8%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: