პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი- სტრატეგიულ პარტნიორებს უწევთ იმის შეხსენება, რომ ხელოვნური კრიზისი ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს

Nusagi

დღეს ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მე მინდა პიროვნული მომენტი გავიხსენო, რომელიც ჩემი პაპის, პროფესორი გიორგი ტალიაშვილისგან მახსოვს. იგი გახლდათ იმ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელზეც წარადგინა ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიამ თავისი დისერტაცია.

შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ იყოს კარგად ცნობილი, თუ რამდენად დიდი მეცნიერიც იყო ზვიად გამსახურდია, მას ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს რუსთაველოლოგიაში ასევე ქართული კულტურის და ლიტერატურის ისტორიაში. დიახ 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ჩატარდა რეფერენდუმი.საქართველომ თავისი გოლგოთა გაიარა დამოუკიდებლობის გზაზე. სწორედ ამ რეფერენდუმით მოხდა იმის აღიარება და გაჟღერება, რაც იყო ქართველი ხალხის სულში და გულში საუკუნეების განმავლობაში.

“მამული, ენა, სარწმუნოება” თქვა ილია ჭავჭავაძემ. ეს ჩვენი მრწამსი იყო ურყევი 30 წლის წინ. დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი რომ ჩვენმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გამთლიანება ჰპოვოს. ეს არის დიდი შრომა. შრომით უნდა მივაღწიოთ ამას.

ამ ბუმბერაზი ადამიანების, ასევე ჩვენი ქართველი გმირების ღვაწლის დაფასება ჩვენ გვმართებს – საქმით. ის რომ ევროპელ და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს უწევს შეხსენება იმის რომ გლობალური სოციალური და ეკონომიკური კრიზის ფონზე, რაც პანდემიამ გამოიწვია დამატებით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნა არის აბსოლუტურად უადგილო. ერთადერთი ვინც ამით სარგებლობს ეს არის ოკუპანტი და სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ერთიანობა გვმართებს! დღევანდელ დღეს სწორედ ამ სულის კვეთებით უნდა გადავდგათ სამომავლო ნაბიჯები,-წერს საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: