მედიცინა

„მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება

Nusagi

მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

,,რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია“, – აღნიშნა მან.

არსებული ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმს აცრა 2 კვირის წინ გაუკეთდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: