პოლიტიკა

მშვენიერი დოკუმენტი იყო, მაგრამ არ მომეცა საშუალება, ხელი მომეწერა

Nusagi

ერთადერთი პარტია ვიყავი, რომელიც ხელს ვაწერდი, მაგრამ არ მომეცა შესაძლებლობა, რომ ხელი მომეწერა დოკუმენტისთვის,– ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ.

„შესაბამისად, მარტო ჩემთვის იყო ეს დოკუმენტი მომზადებული. ყველაფერი გავიგე. მშვენიერი დოკუმენტი იყო. მართლა ნამუშევარი ჰქონდა ევროკავშირს. თითოეული საკითხი, რომელიც მან დაასახელა მიმღებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეთანხმებადი იყო, მაგრამ მხარეებს დიდი სურვილი არ ჰქონდათ. მაგალითად, სამი საკითხი იყო, რომელზეც არასოდეს სერიოზული კამათი არ ყოფილა. როგორ გადაინაწილებდნენ თანამდებობებს პარლამენტში ან საარჩევნო ცვლილებები როგორ უნდა იყოს, ეს არასდროს არ ყოფილა დილბრეიქერი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ორი საკითხი იყო მნიშვნელოვანი რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები.

„შემოთავაზებული იყო ძალიან სწორი კომპრომისი, რომ არც ერთი მხარე იმ მაგიდიდან არ ამდგარიყო მოგებული. შემოთავაზებული იყო ადამიანების გათავისუფლება და ასევე შემოთავაზებული იყო, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე. ზოგადად შეხვედრა ასე დაიწყო, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად ვცნობთ ანუ პარლამენტი უნდა იყოს სრულფასოვანი. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად იყო კომპრომისი ორივე მხარისთვის და ვერც ერთი მხარე ვერ გამოვიდოდა გამარჯვებული, უარყოფილ იყო ორივე მხარის მიმართ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რაღაცა საკითხები არ არის მისაღები, არც ერთი საკითხი არ იყო მისთვის უარის თქმისთვის საკმარისი. რეალურად ის აწერდა ხელს და იძახდა, თქვენ თუ აწერთ ხელს, მეც ვაწერო. მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო რეფორმა არ აინტერესებდათ. მთავარი საკითხები, რომელიც არის საინტერესო ეს არის ის ორი საკითხი, რომელიც დაგისახელეთ. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩამოთვლილია, უზარმაზარი დებატების მოწყობა შეიძლება, მაგრამ ამ საკითხებთან მიმართებაში თუ მაგალითად, სასამართლოს საკითხი ასე არ გადაწყდა ან ისე არ გადაწყდა, ჩვენ გავდივართ მოლაპარაკებიდან, ასე საკითხი არასდროს მდგარა. ეს საკითხები იყო ევროკავშირის მიერ თავად შემოთავაზებული და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არასდროს წარმოადგენდა გადამწყვეტ თემას. ისევე როგორც დაბალბარიერიანი სრულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ეს თემა ვერ გახდა ისეთი მასშტაბის და მნიშვნელობის, როგორიც მაგალითად, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, დანიელსონის მხრიდან იყო საუბარი ნიკა რურუას საკითხზე.

„ორივე მხარეს მეტის გაკეთება შეეძლოთ. რადგან ვერ შედგა შეთანხება, ეს ნიშნავს, რომ წითელ ხაზებში დარჩნენ არ დათმეს მხარეებმა. რასაც ისინი ასახელებდნენ, რომ წითელი ხაზები არ არსებობს, ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ამ წითელ ხაზებში დარჩნენ, ეს მაგიდაზე გამარჯვება-დამარცხების თემებია, თუ ისე არ წყდება როგორც მხარეს უნდა, მოლაპარაკება იშლება. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე 100%-ით იყო მოტივირებული, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხელისმომწერი იყო ამ დოკუმენტზე, მიუხედავად თავისი პრეტენზიების, აცხადებდა, რომ ხელს მოაწერდა, ლოგიკურად გამოდის, რომ მეორე მხარემ არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი და არ დაიხია წითელი ხაზებიდან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,596 ნახვა
%d bloggers like this: