პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი – ვიწყებთ მზადებას 15 მაისისთვის დაგეგმილი აქციისთვის

Nusagi

ვგეგმავთ აქციას 15 მაისისთვის და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებას და ვადამდელ არჩევნებს.

„მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლით ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს საზოგადოებას უთხრა, რომ ის აპირებს ქვეყანაში უვადოდ მიიტაცოს პოლიტიკური ძალაუფლება. მას ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ქართველი ხალხი და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ დღეიდან ვაპირებთ ორი მიმართულებით მუშაობას, საზოგადოების მობილიზაცია მაქსიმალური, რათა გააქტიურდეს ყველა მოქალაქე, ვისაც სურს, რომ იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის. ჩვენ დავუთმობთ ძალიან დიდ დროს იმის ახსნას ჩვენი მეგობრებისთვის, თუ რა მოხდა და რატომ ჩაიშალა მოლაპარაკები. ვიმუშავებთ მათთან, რომ გაიზარდოს წნეხი, მათ შორის პირადად ივანიშვილზე.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილება და ვადამდელი არჩევნები. უნდა შევთანხმდეთ როგორც ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე, მელიას და რურუას გათავისუფლებაზე, ასევე პრინციპზე, რომ ქვეყანაში სრულდება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. ყველა პუნქტი, რომელიც მიშელის გეგმაში იყო ჩამოთვლილი, ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, გამოხატა საკუთარი თავშეკავებული პოზიცია. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გამოაცხადა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ, საარჩევნო რეფორმაც კი მათთვის აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პუნქტი მისაღები არ არის. ჩვენი მხრიდან კომპრომისი ამ დოკუმენტის მიხედვით და ჩვენს წინადადებებში იყო ძალიან ბევრი. მაგალითად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას სურს ვადამდელი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად, ამის მიუხედავად, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო პლებისციტზე, რაც არის ჩვენი მხრიდან კომპრომისი. ამნისტიის შეთავაზება 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მოცემულ დოკუმენტში, არ არის მარტივი გადაწვეტილება. ეს არის სწორედ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც  არ იქნება პოპულარული ოპოზიციის ბევრ მხარდამჭერში, მაგრამ ჩვენ გუშინ არ დაგვიბლოკავს ეს საკითხი. საზოგადოება რაც უფრი მეტ ინფორმაციას გაიგებს გუშინდელ შეხვედრაზე, დარწმუნდება, რომ მზადყოფნა ჰქონდა ოპოზიციას, მართლაც მიღწეულიყო შეთანხება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,652 ნახვა
%d bloggers like this: