საზოგადოება

1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით მანქანით გადაადგილებისთვის მფლობელი დაჯარიმდება

Nusagi

პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

“ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა 2021 წლის 1 აპრილიდან უწყდებათ, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს ამ რიცხვის შემდეგაც კვლავ შეეძლებათ სანომრე ნიშნების შეცვლა. სააგენტო ავრცელებს ინსტრუქციას როგორ უნდა შეიცვალოს ძველი სანომრე ნიშანი  XXX – 000 – ახალი სანომრე ნიშნით – XX-000-XX:

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: