პოლიტიკა

ამ ტექსტის ხელმომწერთ პოზნერი ადარდებთ? – ამირან სალუქვაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე

Nusagi

ამ ტექსტის ხელმომწერთ პოზნერი ადარდებთ? ან პოზნერისთვის ინტერვიუს მიმცემ ბურჯანაძესთან ერთად არ დგანან და არ სხედან? გახსოვთ რა ილაპარაკა? – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოს ამირან სალუქვაძე და ნაციონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილ, ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტს აზიარებს, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.

სალუქვაძის თქმით, ამ ტექსტზე ხელის მოწერით, ქვეყანა დაადანაშაულეს არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, არამედ კასეტური ბომბების გამოყენებაში, სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევაში.

“მუხლი 5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.” ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633“,- წერს სალუქვაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: