პოლიტიკა

„ნაცაქტივისტებს” არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო – ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს

Nusagi

ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს”, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ-ის მოქალაქის პასპორტით და კოვიდ რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით.

მას არ ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული, შესაბამისად მას ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, კოვიდ რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.

ამავდროულად, რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (პირველ რიგში ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვს.

ჩვენ, შეიგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა.

ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად „ნაცმოძრაობის” მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის – პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.

დასაფიქრებელია, რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახლგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია;

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად „პაკლონნაია გარაზე“ მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება „კაგებეს“ სამჭედლოში, „მგიმოში“ გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის;

უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების თქმითვე, „ფეესბეს“ რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრო-რუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

და საერთოდ უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში!

თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს”, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია!”, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: