პოლიტიკა

სააკაშვილის ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთისთვის სახის შენარჩუნებას ცდილობდა- გიორგი ბარამიძის პასუხი “POSTV-ის” შეკითხვაზე

Nusagi

„ჩვენ თავს ვიკავებდით ღიად იმის დასახელებისაგან პირველ საათებში, რომ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე“,- აცხადებს “postv-თან“  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„7 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დაწყების დროს ვინც შემოაგზავნა რუსეთმა, არ ჰქონდათ არანაირი ამომცნობი ნიშანი. მაშინ ეს ტაქტიკა იყო, რომ თითქოს ჩრდილო კავკასიელები და გაურკვეველი ადამიანები, გაურკვეველი დაჯგუფებები შემოვიდნენ საქართველოში და არა რუსის ჯარი.

გამომდინარე იქიდან, რომ  იყო შანსი,  თუკი ღიად არ დავუპირისპირდებოდით რუსეთს და არ ვიტყოდით რომ ეს არ არის რუსეთი, ამათი განადგურებით  შემდეგ რუსეთის შემდეგი ეტაპი ინტერვენციისა არ განეხორციელებინათ, ამიტომ ჩვენ თავს ვიკავებდით ღიად იმის დასახელებისაგან პირველ საათებში, რომ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე“ ,- აღნიშნავს ბარამიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: