საზოგადოება

სასტუმრო „რუმსს“, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს

Nusagi

სასტუმრო „რუმსს“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად მივიდა, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. მანამდე ის იმყოფებოდა სასტუმროში, რომელიც პოლიციის დახმარებით დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები სასტუმროსთან ღამის გათენებას გეგმავენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ, დილიდან შეუერთდნენ მათ პროტესტს.

აქციის მონაწილეები სასტუმრო „რუმსის“ მეპატრონეს მიმართავენ, აღნიშნული სტუმრები სასტუმროდან გაუშვას.

„ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ პროტესტს და დილიდან კი ველოდებით საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც აწუხებთ ამ ოკუპანტების ქვეყანაში შემოსვლა“,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: