პოლიტიკა

სქრინები ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები

Nusagi

ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? სქრინები რომ ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფარსი. როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ. ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? სქრინები რომ ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: