პოლიტიკა

ბაიდენის ძაღლები თეთრ სახლში დააბრუნეს, მაგრამ ერთ-ერთმა კვლავ დაკბინა თანამშრომელი

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძაღლები ჩემპი და მეიჯორი თეთრ სახლში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც რამენიმე კვირით, დელავერში, ბაიდენის სახლში გაგზავნეს. ბაიდენის თქმით, ძაღლებს უჭირთ ადაპტაცია თეთრ სახლში, რის გამოც მუდმივად გაღიზიანებული არიან.

„წარმოიდგინეთ, მიდიხართ დერეფანში და მოსახვევში ვიღაც უცნობი დგას. მეიჯორს უჩნდება სურვილი, დაგიცვას მოსალოდნელი საფრთხისგან. ძირითადად, ის ყველას უყვარს, თუმცა ყველას ვერ აიძულებ, არ შეშინდეს“,-განაცხადა ბაიდენმა, როდესაც 3 წლის ნაგზმა უსაფრთხოების სამსახურის წევრი დაკბინა.

ამჯერად მეიჯორმა ეროვნული პარკის მეეზოვე დაკბინა, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე მუშაობდა. პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის თქმით, დაშავებულს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სანამ კვლავ დაუბრუნდება სამუშაოს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,652 ნახვა
%d bloggers like this: