პოლიტიკა

პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, აწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს

Nusagi

დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, ამა თუ იმ პარტიამ პოზიცია ღიად დააფიქსიროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. ელისაშვილი მიმართავს ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, რომ ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

„სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბი და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო.

როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თითოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა მაგიდაზე დადო. დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გარეთ გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ. დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, ამა თუ იმ პარტიამ პოზიცია ღიად დააფიქსიროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: