საზოგადოება

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

Nusagi

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.

4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,624 ნახვა
%d bloggers like this: