უცხოური მედია

ფლორიდაში ქალი 3 კვირა საკანალიზაციო სისტემაში დაიკარგა

Nusagi

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფლორიდელი ქალი, რომელიც 3 კვირის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მაშველებმა კანალიზაციიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ Fox News იუწყება. 

სამართალდამცველების ცნობით, გამვლელმა სამაშველო სამსახურში 911 დარეკა, რადგან 43 წლის ლინდსი კენედის ხმა გაიგო 2,5 მეტრიანი ჭიდან დილის 9:00 საათზე. პოლიციელებმა და მეხანძრეებმა ჭას თავსახური ახადეს და კიბის და თოკების მეშვეობით ქალი ამოიყვანეს. ამასთან, პირადი ცხოვრების დასაცავად თეთრი ზეწარი გაშალეს, რადგან ქალი სრულიად შიშველი იყო. 

ქალი იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად დგომა არ შეეძლო. ის ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მას გაუმართლა. ამ ჭაში გროვდება ყველაფერი, რასაც წვიმა ქუჩიდან რეცხავს. იქ არის გველები, ვირთხები, ფოთლები და ყველანაირი სიბინძურე. ქალი 3 კვირის წინ დაიკარგა, თუმცა ჭაში რამდენი ხანი დაჰყო ზუსტად არ ვიცით“,-აცხადებს სახანძროს უფროსი.

ქალის დაკარგვის შესახებ პოლიციას მისმა მეგობარმა მამაკაცმა იმავე დღეს შეატყობინა. მისი განცხადებით, სახლში დაბრუნებულმა ნახა ქალის პირადი ნივთები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლინდსი კენედი მეგობარი მამაკაცის ეზოსთან მდებარე არხში ბანაობდა, აღმოაჩინა გვირაბი და მისი დათვალიერება გადაწყვიტა. მან პოლიციას განუცხადა, რომ გვირაბის სისტემაში რამდენიმე მოსახვევის შემდეგ დაიკარგა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: