სამართალი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს

Nusagi

სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს. ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,652 ნახვა
%d bloggers like this: