პოლიტიკა

გააპროტესტეთ ცივილიზებულად და არა როგორც პირუტყვებმა, ქვეყანას ნუ აზიანებთ თქვენი სიბნელით

Nusagi

მანჩო გიორგობიანი თბილისში, პოზნერის ვიზიტის გამო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და რუსი ჟურნალისტის ქართველ მასპინძელზე, მირანდა მირიანაშვილზე წერს.

„ცნობისთვის, მირანდა და მედო მირიანაშვილები ნამდვილი პატრიოტები არიან , ამ ურაპატრიტებისგან განსხვავებით.. და ყოველთვის ედგნენ გვერდში ქვეყანას, როცა გვიჭირდა!

როდესაც ვერეზე სტიქიამ დაგვაქცია, სწორედ მირიანაშვილებმა, ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად , მოსკოვში ჩაატარეს საქველმოქმედო საღამო და დაახლოებით 500 000 ევრო შეუგროვეს დაზარალებულებს, დაღუპულების ოჯახებს განსაკუთრებით მიაქციეს ყურადღება!

სხვა დროსაც, უამრავჯერ დახმარებიან ადამიანებს და ქვეყანას! მათ შორის, ტურისტების მოსაზიდად, საქართველოს პოპულარიზაციას ეწევიან ყოველთვის და ყველგან! და ვიღაც მაიმუნების გასალანძღი არაფერი სჭირთ!..

ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე ეს უჯიშო ჯგრო, რომელიც ბარბაროსულ მეთოდებზეა გადასული, რაც ყოვლად მიუღებელია ჩემთვისაც და უმრავლესობა ჩვენი თანამემამულეებისთვისაც!

მაზიდებს ამ გაუნათლებელი ბრბოს ველურ ყიჟნაზე!

თუ ვინმეს რამე არ მოგწონთ, გააპროტესტეთ ცივილიზებულად და არა როგორც პირუტყვებმა!

ქვეყანას ნუ აზიანებთ თქვენი სიბნელით!..

როგორც ლევან პირველთან მეგობრობით შეიცვალა მაქსიმ შევჩენკო და დღეს საქართველოს დამცელია (სომხებიც გადაიკიდა ჩვენს გამო) , ისე, როგორც ლევან ვასაძის გაცნობის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნარატივი დუგინმა, ასე ძალიან ბევრ ცნობილ თუ არაცნობილ, მაგრამ მნიშვნელოვან პერსონას შეაცვლევინეს აზრები მირიანაშვილების ოჯახმა ! საქართველოს მხარდამჭერებად კი ნამდვილად გვჭირდებიან ასეთი გავლენიანი პირები….

აბა, შევხედოთ, რა სჯობს, როდესაც ასეთ ცნობილ ხალხს, რომლებსაც მილიონებიანი აუდიტორია ჰყავთ, ან სხვა გავლენები აქვთ, გადმოიყვან ჩვენს მხარეს და საქართველოს სასარგებლოდ აალაპარაკებ თუ ძალადობა, რომელიც წამიერი ძალიან საეჭვო “გამარჯვებაა”?!

რომელი საქციელი უფრო ღირსეულია და შედეგის მომტანი?! მაგრამ სახალხო დიპლომატია რუსულ “დიპ-სკოლებში” ვერ გასწავლეს ზოგ-ზოგიერთებს, როგორც ვატყობ… თუ მაშინ რუსეთი ოკუპანტი არ იყო და ეხლა გახდა?!. თუ რაც უფრო ლოგიკურია, თქვენმა “ პედაგოგებმა” მოგთხოვეს პროვოკაციის მოწყობა ტურისტული სეზონის წინ, რომ მერე ეს განცხადება გაეკეთებინათ “ საქართველო საშიშია რუსეთის მოქალაქეებისთვისო? “ ჰო, აბა რა! ყირიმში და “პარტნიორ” თურქეთში სხვანაირად როგორ ჩაიყვანონ?!.

ვაჟაზე და რუსთაველზე ირონია ხომ მთლად წკვარამია, ვიღაც ამებები მარადიულ ღრებულებებს რას მიხვდებით, ჯაყოს ჯიში!..“,-წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: