მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
„ზეცად ამაღლდა გურამ დოჩანაშვილი… მადლობა უფალს, რომ მის დროში, მის ეპოქაში ვიცხოვრეთ და ვიხილეთ ისეთი დიადი, ისეთი გენიალური, ისეთი ბრწყინვალე, ისეთი საკვირველი…. როგორც რომ თვითონ! გურამ დოჩანაშვილი.. ეს სახელი ახლა იმდენ ტკივილს იტევს, რამდენიც სიხარული, ბედნიერება, სიყვარული და სათნოება მოგვანიჭა ამქვეყნად ყოფნით! მადლობა უფალს, მადლობა თქვენ, ბატონო გურამ… ყველაფრისთვის დიდი მადლობა… როგორ ვწუხვარ, როგორ მტკივა თქვენი არ ყოფნა! ცოტაც და ზეცის ბინადარი გახდებით. უფალთან, მარადიულ სიცოცხლეში დაივანებთ, ასე ძლიერად მონატრებული, ირაკლის გვერდით… ეს შეხვედრაა, მცირედ მაინც რომ აიოლებს ქალბატონი ნათელას უდიდეს ტკივილს და განცდას… ამდენი სიყვარული უკანასკნელ გზაზე რომ მიგაცილებთ, მართლაც იმის დასტურია, რომ სიყვარული ატრიალებს ამ ჩვენი ცოდვებით დამძიმებულ დედამიწას!!!“
