საზოგადოება

თბილისში „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები დაიწყო (ვიდეო)

Nusagi

თბილისში „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობები დაიწყო.

აქციის მონაწილეები სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და 19:00 საათისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან.

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს.

„ვართ გაბრაზებულები. არ შეიძლება მოსახლეობა აიძულო 200 დღე სახლში გამოიკეტოს. ჩვენ არ ვართ მონები. ვნახეთ, რომ თავზე დაგვახიეს კანონი, როცა რუსეთიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და „კომენდანტის საათის“ დროს ქეიფობდნენ და კიდევ რესტორნიდან შუა თითს გვიჩვენებდნენ“, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: