საზოგადოება

მარიამ გეგუჩაძე- მოვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას

Nusagi

პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორი მარიამ გეგუჩაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის არსებობის სჯერა და მის საფრთხეებს გრძნობს, მაგრამ აქციის მოთხოვნაა, არსებობდეს რეგულაციები, რომელიც რეალურად შეამცირებს კორონავირუსის გავრცელებას. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, ტვ-პირველთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ ადამიანები, ვისაც არ სჯერა კორონავირუსის. მაგრამ ამჟამად ვხედავთ, რომ ყველა რეგულაციაა მოხსნილი, დატოვებულია ფაქტობრივად მარტო კომენდანტის საათი და კორონავირუსის შემთხვევები მაინც ემატება. თან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართული ოცნების წევრებისთვის არ არსებობს შეზღუდვები და ჩვენთვის არსებობს“,-განაცხადა მან,

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეები დილის 5 საათამდე დაარღვევენ შეზღუდვას, ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ უნდა გააუქმოს კომენდანტის საათი. პარალელურად, აქცია იმართება „სირცხვილიას“ ოფისში, სადაც ორგანიზაციის წევრები ცეკვავენ და ერთობიან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,652 ნახვა
%d bloggers like this: