სოციალური ქსელები და მედია

სიძულვილმა მხოლოდ სიძულვილი მოიტანა, ახლა ვსწავლობ, როგორ გავაკრიტიკო შეურაცხყოფის გარეშე

Nusagi

ახლა ვსწავლობ, როგორ გავაკრიტიკო ისე, რომ არ მივაყენო შეურაცხყოფა. ვიყო პრინციპული, მკაფიო, მაგრამ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვაკრიტიკებ, არ გამიტყდეს შეხვედრა,-ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „მთავარის “ ეთერში, გადაცემაში „სტუმრად ლელასთან“ ისაუბრა.

გაბუნიას თქმით, ერთ-ერთი თვითონ იყო, ვინც ეთერიდან ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებდა,  თუმცა ამის შემდეგ ეს მეტასტაზებივით მოედო სხვა მედიასაშუალებებს და ნორმად იქცა, რაც მისთვისაც შემაწუხებელი გახდა. მისივე თქმით, საავტორო გადაცემა „არჩევანი“ იმ მიზეზით დახურა, რომ მასთან საპირისპირო პოზიციის ადამიანები აღარ მიდიან.

„გადავხედოთ სატელევიზიო სივრცეს, მეტასტაზივით გავრცელდა ეს ყველაფერი და და უკვე ნებისმიერი ჟურნალისტი ნიშნისმოგებით ლაპარაკობაბს, მოდის ლანძღვა ისეთივე, რაც ჩემს გადაცემაში ხდებოდა. მე იმის ილუზია არ მაქვს, რომ ჩემთან გადაცემაში ისევ მოვლენ და დასხდებიან. ასეთი გადაცემა აღარც მაქვს სწორედ იმიტომ, რომ ისეთი ფასი აღარ ექნება, როგორიც ჰქონდა, როდესაც ჩემთან უმაღლესი თანამდებობის პირები დადიოდნენ. მაგრამ მე თვითონ მინდა მივიდე იმ ეტაპამდე, რომ, ხელისუფლების წარმომადგენელთან, რომელსაც ვაკრიტიკებ, შემეძლოს დაჯდომა და ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა და საუბარი, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. 

ჩემთვის ჩვეულებრივი იყო, რომ ვიღაცისთვის პირდაპირი ეთერიდან დამეძახა სულელი, უნამუსო, ან რაღაც საშინელება, ამდენი წლის განმავლობაში ამას ავტომატურად ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ჩემს თავს ვაკავებ. მაყურებელი რომ დააკვირდეს ჩემს ბოლო წარდგენებს, დაინახავს, რომ ზოგჯერ მაინც მივარდება რაღაცეები. ბევრად რთულია არ თქვა, რაც ენაზე მოგადგება“,-აღნიშნა გაბუნიამ. 

მისი თქმით, ყველა ელოდა, რომ ბერას შეაგინებდა, მაგრამ არ შეაგინა.

„არა, არ შევაგინე. ვთქვი, რასაც ვფიქრობდი, გავაკრიტიკე. თუმცა, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შევაგინე, ქართველი არ იყო. პუტინი იყო. შეურაცხყოფა სხვებისთვის მიმიყენებია, მაგრამ უკვე ისეთები გვაქვს ნათქვამი, რომ ერთმანეთის პირისპირ ვეღარ დაჯდები“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,678 ნახვა
%d bloggers like this: