პოლიტიკა

უკრაინული მედია – რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, არიან დაშავებულები

Nusagi

გასული დღის განმავლობაში, 2 აპრილს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

”ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 21 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 20 უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციების დაბომბვა, ერთი კი – ქალაქ კრასნოგოროვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა იყო,“- აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: