საზოგადოება

ქვეყანას, რომელსაც გურამ დოჩანაშვილი მოუკვდა დღეს, დედაქალაქის ცენტრში გალა კონცერტი აქვს

Nusagi

სოციალურ ქსელში ეხმაურებიან პარლამენტის წინ გამართულ კონცერტს.

„მეშინია ჩემი ქვეყანა და ხალხი არ შემზიზღდეს…მართლა მეშინია…..ქვეყანას, რომელსაც გურამ დოჩანაშვილი მოუკვდა დღეს…დღეს, როცა ხალხური სიმღერების შემკრები, ანზორ ერქომაიშვილი მიაბარეს მიწას, დედაქალაქის ცენტრში გალა კონცერტი აქვს… რუს ოკუპანტებს ვაკრიტიკებთ და ქვეყნიდან ვყრით!…..ვისზე ვლაპარაკობთ და ასეთ ქართველებს უყვარს მისი ოკუპირებული ქვეყანა??….რა სისულელეა!…..

მარაზმია ქვეყანაში და მარაზმატიკების ,,პარადი”!! ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება! მძიმე, სულის შემხუთავი სიზმარივით ჩანს გარშემო ყველაფერი და არ გვეღირსა ამ ,,კოშმარული” სიზმრიდან თავის დაღწევა….ვერ თუ არ ვიღვიძებთ ნეტა!…რა გვჭირს ეს?

“ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე! ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი”-გურამ დოჩანაშვილი

გვაპატიე ბატონო გურამ!“,-წერს მაკა ჭაჭიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

პარლამენტის წინ ორგანიზაცია „სირცხვილია“ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს. რუსთაველის გამზირზე აქტივისტებმა ელექტრონული მუსიკისთვის მოწყობილობა მიიტანეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,738 ნახვა
%d bloggers like this: