პოლიტიკა

ჰერაკლეს მეშვიდე გმირობა და საქართველო

Nusagi

საქვეყნოდ იყო ცნობილი მეფე ავგიასის მრავალრიცხოვანი ჯოგები, რომელთა სადგომები ოცდაათი !!! წლის განმავლობაში არ გაწმენდილა. ნაკელის სქელი ფენის გამო, გავლა ადამიანს არ შეეძლო, მთელ პელოპონესოსში იდგა ნაკელის სუნი.

ჰერაკლემ ავგიასს აღუთქვა, რომ ერთ დღეში გამოასუფთავებდა მის თავლებს, თუ გასამრჯელოდ ჯოგების მეათედს მიიღებდა. მეფე დასთანხმდა. ჰერაკლემ ნათქვამი აღასრულა, ბაკებში ორი მდინარე მიუშვა. წყალმა უმალ წაიღო დაგროვილი ნაკელი.

ოცდაათი წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ოცდაათი წლის განმავლობაში არ გაწმენდილა მრავალრიცხოვანი პოლიტიკან-საქმოსანთა ჯოგებისაგან დაბინძურებული საქართველოს პოლიტიკური გარემო. პოლიტიკური ნაკელის სქელი ფენის გამო, გაუჭირდა განათლებას, მეცნიერებას, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს……ნორმალური ცხოვრება და სუნთქვაც კი გაძნელდა. ამ გარემოში საქმიანობა და მედიატორობა ევროპელმა პოლიტიკოსმაც ვერ შეძლო. პოლიტიკური ნაკელის სუნმა ევროპასაც მიაღწია – ნაკელის სქელი ფენა კი იზრდება და იზრდება. იწყება დამოუკიდებლობის 31-ე წელი-ჰერაკლეს გამოჩენის დროა!“,-წერს ჟურნალისტი რევი ალექსიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: