უცხოური მედია

სკანდალური ინტერვიუს დროს მეგან მარკლის ტყუილები გამოაშკარავდა

Nusagi

ოპრა უინფრითან სკანდალური ინტერვიუს დროს მეგან მარკლის ტყუილები გამოაშკარავდა. ამის შესახებ Daily Mail პრინცესა დიანა ენდრიუ მორტონის ბიოგრაფის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პრინცესა დიანას ბიოგრაფის თქმით,მარკლის განცხადებები იმის შესახებ, რომ მას სასახლიდან არ უშვებდნენ და პასპორტი და მართვის მოწმობა წაართვეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიოგრაფის თქმით, მარკლი სამეფო ოჯახში ყოფნის დროს ნორმალურ ცხოვრებას ეწეოდა და მეგობრებთან ერთად არაერთხელ ნახეს რესტორნებში და სუპერმარკეტში.

მანამდე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ წიგნების ავტორმა-კოლინ კემპბელმა თქვა, რომ პრინცესა ანა იყო სამეფო ოჯახის წევრი, რომელსაც სადავო ინტერვიუში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ადანაშაულებდნენ რასიზმში. სამეფო ბიოგრაფის ვარაუდით, წყვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის ქალიშვილის პრინცესა ანას სიტყვები არასწორად განმარტა. კემპბელმა ხაზი გაუსვა, რომ პრინცესა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჰარის ქორწინებას მეგან მარკლთან, რადგან იგი თვლიდა, რომ პრინცის რჩეული პატივს არ სცემს ბრიტანულ ტრადიციებს და მისი წარმოშობისა და ხასიათის გამო, ვერ შეძლებს სამეფო ოჯახის უფროსი წევრის მოვალეობის შესრულებას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: