საზოგადოება

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში აქციას მართავენ

Nusagi

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს გზის სავალი ნაწილი, რომელიც სამართალდამცველებს ორივე მხრიდან აქვთ ჩაკეტილი და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სურთ, რომ მოსახლეობამ კარვებამდე გადაადგილება შეძლოს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ასევე – წყლის ჭავლის მანქანა და სპეცდანიშნულების რაზმი.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ არ აპირებენ სამართალდამცველებთან დაპირისპირებას და შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ მეორე კარავი განათავსონ სოფელ გუმათთან, სადაც ასევე იქნებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. მან განმარტება სთხოვა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს, თუ რატომაა გზა ჩაკეტილი, რის საპასუხოდაც, სულხან თამაზაშვილმა უთხრა, რომ ამის მიზეზი მოქალაქეთა დიდი რაოოდენობა და ესკალაციის საფრთხეა. მისივე განმარტებით, გზა კანონის შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაიკეტა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის შემცირებისა და საფრთხის მოხსნის შემდეგ, ყველა შეძლებს პროტესტის კარვებში გაგრძელებას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,624 ნახვა
%d bloggers like this: