პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკების დეტალები გაამხილა

Nusagi

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დეტალებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების ხელმოწერაზე გიორგი რურუას საკითხის მოგვარების შემთხვევაშიც განაცხადა უარი.

„მათ დააყენეს ულტიმატუმი ორ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო რურუას გათავისუფლების თემა და ეს იყო რიგგარეშე არჩევნების, პლებისციტის საკითხი. მას შემდეგ რაც ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ეს ორი ულტიმატუმი დააყენეს, დანიელსონმა გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი.

როდესაც პირველ ულტიმატუმს აყენებდნენ, რურუას თემასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ კითხვა შეუბრუნა, თეორიულად რომ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი ამ შემთხვევაში თუ მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას, რაზეც ასევე უარი დააფიქსირეს. ეს იყო ერთგვარი მეთოდი იმისთვის, რომ ოპოზიციას თავისი სიხისტე განსაკუთრებით მძაფრად დაეფიქსირებინა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და, ბუნებრივია, ეს ყველამ ნახა“, – იხსენებს კობახიძე.

მან ასევე დასძინა, რომ ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლას საფუძველი არ აქვს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,731 ნახვა
%d bloggers like this: